ნიკოლოზ სააკაშვილი ღია წერილს ავრცელებს - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ სააკაშვილი ღია წერილს ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

რო­გორც ის წერს, შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა და ითხოვს, პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ერ­კვეს.

"ღია წე­რი­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს მოგ­მარ­თავთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი - ჩემი შვი­ლი უკვე მე-8 თვეა არის პა­ტიმ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც არის აგ­რეთ­ვე მძი­მე ავად­მყო­ფი.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა რომ შემ­დგა­რი­ყო მამა-შვილს შო­რის პა­ე­მა­ნი, რო­მე­ლიც დაშ­ვე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით (მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­დამ­ცველ­მა რამ­დენ­ჯერ­მე თქვენ­თან შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი ჩემს შე­სა­ხებ) პა­სუ­ხის ღირ­სა­დაც არ ჩაგ­ვთვა­ლეს!

გთხოვთ გა­ერ­კვი­ოთ, რა ხდე­ბა? რა არის მი­ზე­ზი მშობ­ლის მიერ შვი­ლის არ ნახ­ვი­სა.

მო­მე­ცით წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი და უზ­რუნ­ველ­ყა­ვით ასა­კო­ვა­ნი მა­მის და პა­ტი­მა­რი შვი­ლის შეხ­ვედ­რა" - წერს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.