"პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისთვის და ისტორიისთვის" - რას აცხადებს ემანულ მაკრონი? - კვირის პალიტრა

"პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისთვის და ისტორიისთვის" - რას აცხადებს ემანულ მაკრონი?

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრით მან "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" დაუშვა და ახლა იზოლირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისთვის და ისტორიისთვის", - განაცხადა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას.

ამასთან, მაკრონმა მალე, კიევში ვიზიტი არ გამორიცხა.

მედიის ცნობით, საფრანგეთის ლიდერს გაცილებით მეტი კომუნიკაცია ჰქონდა პუტინთან მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ვიდრე მისი დასავლელი კოლეგების უმეტესობას. ბოლო სატელეფონო საუბარი გასულ კვირას იყო სამმხრივი, მაკრონს, პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.

"ინტერპრესნიუსი"