"პუტინის უკრაინაში შეჭრამ ისეთი მასშტაბით სიკვდილი და ნგრევა მოიტანა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"პუტინის უკრაინაში შეჭრამ ისეთი მასშტაბით სიკვდილი და ნგრევა მოიტანა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა"

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის „გაუმართლებელი და უკანონო" შეჭრა მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ომის მე-100 დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სწორი გათვლები ვერ გააკეთა.

"ის ელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა მამაცი უკრაინელების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთ ქვეყანას მამაცად იცავდნენ. პუტინის შეჭრამ სიკვდილი და ნგრევა მოიტანა ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის ის მომენტი, რომ ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც მოკლულია შეჭრის შემდეგ, პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა, უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა პუტინის მარცხი და მათი წარმატება უზრუნველვყოთ", - განაცხადა ტრასმა.