მეუღლის სახელზე არსებული ბინა თბილისში და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორ ცხოვრობს ირაკლი ზარქუა, რომელიც ცნობილი დიზაინერის ძმაა? - კვირის პალიტრა

მეუღლის სახელზე არსებული ბინა თბილისში და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორ ცხოვრობს ირაკლი ზარქუა, რომელიც ცნობილი დიზაინერის ძმაა?

მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტარ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ დეკ­ლა­რა­ცია 2021 წელს შე­ავ­სო. დე­პუ­ტატს მე­უღ­ლე მა­რი­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანას­ტა­სია და ნინო ზარ­ქუა ჰყავს. უფ­როს ქა­ლიშ­ვილს ცნო­ბი­ლი მა­მი­დის დი­ზა­ი­ნერ ნინა ზარ­ქუ­ას სა­ხე­ლი ჰქვია.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას სა­კუთ­რე­ბა­ში თბი­ლის­ში ბინა არ აქვს. 2014 წელს დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ თბი­ლის­ში, კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩა­ზე 100 000 ლა­რად 80,27 კვ.მ. ბინა შე­ი­ძი­ნა.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota camry 2015 გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 2021 წელს 8000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 0,88 დო­ლა­რი, 32,55 ლარი, ანა­ბა­რი 200 ლარი...

მა­რი­ნე თა­ვარ­თქი­ლა­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" დე­პო­ზიტ­ზე ჰქონ­და 2192,83 ლარი, 26,64 დო­ლა­რი და 1504,8 ევრო. "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 1519,95 ლარი, 2886,98 დო­ლა­რი და სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი 34763,07 ლარი. "ბა­ზის ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 12090,27 ლარი, ჰა­ლიკ ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 26151,35 ლარი.

zarqua2-1654331802.jpg

მა­რი­ნე თა­ვარ­თქი­ლა­ძე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი პრო­ფე­სო­რია, სა­ი­დან ერთი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მან­ძილ­ზე სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 5325 ლარი და­ე­რი­ცხა. ის აგ­რეთ­ვე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, სა­ი­და­ნაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 7598,02 ლარი მი­ი­ღო.

მა­რი­ნე თა­ვარ­თქი­ლა­ძე სულ­ხან საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და „თი­ბი­სი და­ზღვე­ვის“ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 87117,16 ლარი მი­ი­ღო.

zarqua-amisulashvili1-71425-1654331802.jpg

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სას 2020 წლის პე­რი­ოდ­ში 2695,15 ლარი მი­ი­ღო, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე კი 41588,68 ლარი. (გაგრძელება)