"მზე ისეთივე არ არის, როგორც ადრე... ცა ისეთი აღარ არის" - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე, ომზე და უკრაინაზე
უკრაინაში ომის დაწყებიდან ასი დღე გავიდა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო მედიაში უამრავი შემაჯამებელი სტატია გამოქვეყნდა.
გადატანილ მძიმე დღეებზე, რომელიც აქამდე გრძელდება საუბრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის რადას დეპუტატები და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ვიდეოც ჩაწერა და საზოგადოებას მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას წარმოადგენს. ის სოციალურ ქსელში ომის მძიმე დღეებს იხსენებს და წერს, რომ ყოველდღე ელის მშვიდობას, ასევე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
ლიზა იასკო:
"ომის 100 დღე, ეს არის ტკივილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. და ძნელია ამის გადმოცემა. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ისეთი, როგორიც ომამდე ვიყავით.
ამ 100 დღის განმავლობაში იმდენი რაღაც იყო, რომ 1%-ის სიტყვებით გადმოცემაც კი რთულია. ღირს კი?..
ყოველ დღე ველი ჩემს სახლში მშვიდობას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ჯანმრთელობას.
ამის გარეშე მზე ისეთივე არ არის, როგორც ადრე. ამის გარეშე ცა ისეთი აღარ არის.
უკრაინელები აგრესორის მიერ მიყენებულ საშინელ ტრაგედიას განიცდიან. და ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს. და არ შეიძლება იყოს სხვა ვარიანტი, გარდა ბრძოლა მშვიდობისა და ჩვენი მიწისთვის.
ძალა ჩვენ და მშვიდობა!"- წერს იასკო.