უკრაინამ და რუსეთმა გარდაცვლილი სამხედროების ცხედრები გაცვალეს
უკრაინულმა მხარემ და რუსებმა გარდაცვლილთა ცხედრები გაცვალეს. გარდაცვლილთა რაოდენობა, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს თანაბარია და 160-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
„2 ივნისს, ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინასა და რუსეთს შორის გარდაცვლილ სამხედროთა ცხედრების გაცვლა განხორციელდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ოპერაცია ჩატარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის და უკრაინის სხვა ძალოვანი უწყებების მონაწილეობით.