"ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი" - რას ამბობს პრემიერი ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი" - რას ამბობს პრემიერი ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

"ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეების გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს",- აღნიშნავს პრემიერი.