"მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა" - შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ - კვირის პალიტრა

"მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა" - შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ

ტაბ­ლო­ი­დე­ბის ცნობით, 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ეს­პა­ნუ­რი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი ხერ­არდ პიკე და მომ­ღე­რა­ლი შა­კი­რა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მე­დი­ის ცნო­ბით, წყვილის დაშორების მიზეზი ფეხ­ბურ­თელის ღალატი გახდა.

შა­კი­რამ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სხვა ქალ­თან ერ­თად სა­წოლ­ში "გა­მო­ი­ჭი­რა.“ რო­გორც ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა El Periodico წერს, ისი­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც შა­კი­რამ ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პიკე სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვა. ახლა ფეხ­ბურ­თე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, მარ­ტო­ხე­ლა კა­ცის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია.

ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­კი­რამ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მტკი­ცედ მი­ი­ღო და ნაკ­ლე­ბად, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მომ­ღე­რალ­მა ფეხ­ბურ­თელს ღა­ლა­ტი აპა­ტი­ოს.

წყვილმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რიც გააკეთა:

"ვადასტურებთ ინფორმაციას დაშორების შესახებ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი პრიორიტეტია, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას, მადლობა გაგებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ით­ვლე­ბო­და, რომ შა­კი­რა­სა და პი­კეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მყა­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ფა­ნე­ბის­თვის ცნო­ბა მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

შაკირამ და პიკემ ერთმანეთი 2010 წელს, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იც­ნეს. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, ეს რა საყ­ვა­რე­ლი ვინ­მეა-მეთქი... შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..."