"მაინც დამტოვა...მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა" - როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას ეკა ჩხეიძე? - კვირის პალიტრა

"მაინც დამტოვა...მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა" - როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას ეკა ჩხეიძე?

ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა.

მამის გარდაცვალებაზე "ფეისბუქზე" დაწერა მსხაიობმა ეკა ჩხეიძემ:"მაინც დამტოვა"

ekacxeiidze-1654427845.jpg

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა ჩხეიძე ყვება, მას მამასთან პირად საკითხებზე საუბარი უჭირდა და ის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო შვილებისთვის:

"მამას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამივე განსაკუთრებულად უყვარს. ის ყველაზე დიდი საჩუქარია ჩვენთვის ახალ წელს, რადგან ძირითადად, საქართველოში არ გახლავთ და მხოლოდ ამ დღესასწაულზე ჩამოდის. არ დამავიწყდება, ახალ წელს მაღალი სიცხე მქონდა და საწოლში ვიწექი. მეხვეწა, იქნებ ცოტა ხნით წამოდგე, ფეხზე დამდგარი შეხვდი ახალ წელს და მერე ისევ დაწექიო. ხათრი ვერ გავუტეხე და ზუსტად 12 საათზე, გული წამივიდა. ვის ახსოვდა ახალი წელი (იცინის).

მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, ხათრი და დისტანცია მქონდა და ვერიდებოდი. ერთადერთი, გათხოვება რომ გადავწყვიტე და ჩემი რჩეული გავაცანი, არჩევანი მომიწონა. არ დამავიწყდება, ჩემი და, თეონა პირველ ქმარს რომ გაშორდა, საყვედური უთხრა თემურმა. ის კი შემოუბრუნდა და უპასუხა, შენც იგივე არ ქენიო (იცინის). თუმცა, რჩევას თუ ვკითხავთ, აუცილებლად გულისყურით გვისმენს და გვარიგებს. გამახსენდა, ერთხელაც ჩაერია ჩემს ცხოვრებაში და დელიკატურად დამისვა კითხვა. საერთოდ, მშვიდია და არასდროს გახვევს თავს თავის აზრს. თუმცა, ამას ისე იტყვის, გულზე მოგხვდება. ეს ცუდი თვისება აქვს (იცინის). ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზე. ძალიან მონდომებული ვიყავი და ვფიქრობდი, ამ კუთხით წასულიყავი სამომავლოდ. მამას რომ ვაჩვენე ჩემი ნახატები, დახედა და მითხრა, ასე მეც კი ვხატავო. აი, იქ დასრულდა ჩემი მხატვრობა. ბალერინობაც მინდოდა, მამიდას, მაკა მახარაძეს სულ დავყავდი სპექტაკლებზე, "სუხიშვილებშიც” ვცეკვავდი, მაგრამ მამამ აქაც პროტესტი გამოთქვა. რა გინდა, 37 წლის ასაკში პენსიონერი გახდეო?! (იცინის) სიმართლე გითხრათ, დღემდე მიყვარს ცეკვა და სპექტაკლებში ძალიან მეხმარება ჩემი ძველი გამოცდილება ამ სფეროში. ახლა ვხვდები, მამას უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ ამას პირდაპირ არ აღიარებდა" - აღნიშნა ინტერვიუში ეკა ჩხეიძემ.

"ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე" - ინტერვიუ არქივიდან