"ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ" - რას აცხადებს ერდოღანი? - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ" - რას აცხადებს ერდოღანი?

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის პოზიცია, ანკარას მოთხოვნების გარეშე, არ შეიცვლება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის - "სამართლიანობისა და განვითარების“ ყრილობაზე განაცხადა.

"ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება. ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა.

მანვე, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დათანხმება თურქეთის იდეაზე, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას უკავშირდება.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების წინადადება, რომელსაც რამდენიმე წელია ჩვენ ვაყენებთ, წარმატებულად გამოიყურება. მსოფლიოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ უკვე თავად დაიწყო ამის შესახებ საუბარი“ , - განაცხადა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"