სამი ქალიშვილი, განქორწინება და არცთუ შთამბეჭდავი ქონება - როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა - კვირის პალიტრა

სამი ქალიშვილი, განქორწინება და არცთუ შთამბეჭდავი ქონება - როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

"შორ­ტით და ბო­ტა­სე­ბით თუ არ დავ­დი­ვარ პარ­ლა­მენ­ტში, არ ნიშ­ნავს, რომ "დრა­ი­ვი“ არ მაქვს", - ეს სი­ტყვე­ბი დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, რომ­ლი­თაც ორი კვი­რის წინ, პო­ლი­ტი­კოს ზურა ჯა­ფა­რი­ძეს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ დე­პუ­ტატს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "დრა­ი­ვიც“ ჰქო­ნია და მუშ­ტიკ­რი­ვიც შეს­ძლე­ბია... 5 ივ­ნისს, "მან­ჯგა­ლა­ძის მოგ­ვერ­დი“ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, რო­დე­საც "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, ტე­ლე­წამ­ყვან მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ლე­ი­ბო­რისტ გი­ორ­გი გუ­გა­ვას ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

"მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეთერ­ში გა­სუ­ლი კად­რე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ცი­ლის­წა­მე­ბის მას­შტა­ბი­სა, შე­უ­რა­ცხყო­ფის ხა­რის­ხი­სა. ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა, როცა იმას გაბ­რა­ლე­ბენ, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძვი, მაგ­რამ ესეც კი არ ამარ­თლებს იმას, რაც მოხ­და. გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ", - და­წე­რა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში".

ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ელ­მა დე­პუ­ტატ­მა ნა­ბა­კე­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა.

2000-2001 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" აჭა­რის ფი­ლი­ა­ლის იუ­რის­ტი იყო.

2008-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და შემ­დეგ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­რო­სის პოსტს იკა­ვებ­და.

2011-2012 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე გახ­ლდათ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტო­რი.

2012-2013 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლან­ჩხუ­თის, ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

2014-2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

2014-2017 წლებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. ამა­ვე წლებ­ში იყო ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი.

2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "გი­ორ­გი ვა­შა­ძე - სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“.

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ის აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მან­ჯგა­ლა­ძეს 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს შე­უვ­სია, რომ­ლი­და­ნაც ვი­გებთ, რომ ის სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. გააგრძელეთ კითხვა