ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია აქ­ცი­ის 10-მდე მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის არი­ან გუ­რამ და ალექ­სან­დრე ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლე­ბი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ად­გილ­ზე ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ბა­ნე­რე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მათ ად­გილ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის დაწ­ვაც სცა­დეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს.