"უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ..." - რას წერს მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი პროდიუსერი? - კვირის პალიტრა

"უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ..." - რას წერს მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი პროდიუსერი?

"მერაბის მდგომარეობა უკეთესად არის, წევს პალატაში... სიცხემაც დაუწია, მკურნალობა მიმდინარეობს გრაფიკით" - ამის შესახებ მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის საზოგადოებას მოკითხვისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ... მერაბის მდგომარეობა უკეთესად არის, წევს პალატაში... სიცხემაც დაუწია, მკურნალობა მიმდინარეობს გრაფიკით. ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და თანადგომისთვის" - წერს გოგორიშვილი.

ცნობისთვის, მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს.