"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.

ცნობისათვის, "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

"ინტერპრესნიუსი"