"ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების" - დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს - კვირის პალიტრა

"ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების" - დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე რუსთაველის გამზირზე თავდასხმის საქმეზე დაზარალებულად ცნეს. შესაბამისი ინფორმაცია პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების",- წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.

ცნობისათვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

შსს-მ საქმეზე 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.

"ინტერპრესნიუსი"