"რუსმა სამხედროებმა ლისიჩანსკი დაბომბეს, არიან დაშავებულები" - კვირის პალიტრა

"რუსმა სამხედროებმა ლისიჩანსკი დაბომბეს, არიან დაშავებულები"

რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის დაბომბვას არ წყვეტენ, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ბაზარი, კოლეჯი და სკოლა დაბომბეს.

„ბაზრის ტერიტორიაზე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. განადგურდა ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც - სამთო-სამრეწველო პროფესიული კოლეჯის შენობა, რომელიც თითქმის დაიწვა, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საიდანაც განხორციელდა ორი დაშავებულის ევაკუაცია. ლისიჩანკსა და პრივოლიეში დაშავებული კიდევ სამი პირი სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს,“- აცხადებს გაიდაი.