რა შესანიშნავი სიტყვებია: დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, დეოლიგარქიზაცია (R) - კვირის პალიტრა

რა შესანიშნავი სიტყვებია: დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, დეოლიგარქიზაცია (R)

ანუ დროა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და ყველა ნაცისტ-სეპარატისტს, ვინც შეგნებულად ებრძვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მიზანმიმართულად მიჰყავს ხალხი ფაშიზმისაკენ. დავიწყოთ ამერიკის, ნატოს და ევროკავშირის მოღვაწეობის ახალიზით: ცნობილია, რომ თავის დროზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (ნატო) შეიქმნა, როგორც მასში შემავალი ქვეყნების მშვიდობიანი (ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს) კავშირი, რომელიც თავის ქმედებებში გაითვალისწინებდა და დაიცავდა ყოველთვის საერთაშორისო წესებს და სამართალს. ამაზე სტალინს უთქვამს თურმე: თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ჩვენც მიგვიღონ ამ კავშირშიო; ეტყობა ამ ბრძენმა კაცმა იგრძნო, რომ ამგვარი ალიანსი (ანუ ალიანსი რუსეთის გარეშე) დროთა განმავლობაში შექმნიდა პრობლემებს და წარმოშობდა წინააღმდეგობებს საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში, რაც მოხდა კიდეც. უკეთესი იქნებოდა ნამდვილად, თუ ყველა დიდი სახელმწიფო შევიდოდა ამ კოალიციაში და მათ მიერ გამოტანილი ყოველი გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ყოველთვის მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით; ამით დაცული იქნებოდა საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა და აცილებული იქნებოდა თავიდან ქვეყნებს შორის კონფლიქტები.

სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და აი პირველი აგრესია და არალეგიტიმური ქმედება ნატომ დაიწყო იუგოსლავიასთან მიმართებაში, როდესაც 1999 წ. თითქოსდა ეთნიკური პრობლემების მოგვარების და ქვეყანაში ე.წ. „დასავლური დემოკრატიის“ შეტანის მიზნით, ჩაერია ამ ხალხის ცხოვრებაში და უღმერთოდ დაბომბა იუგოსლავია, რის დროსაც დაიღუპა უამრავი უდანაშაულო ადამიანი და მათ შორის ბევრი ბავშვი. ამ უკანონო საომარ ოპერაციას, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი მანდატი, ნატომ არც მეტი, არც ნაკლები, უწოდა „ჰუმანური ინტერვენცია“, თუმცა იმას რაც მოხდა იუგოსლავიაში არავითარი სახით არ შეიძლება ეწოდოს ჰუმანიზმი; დაინგრა და განადგურდა ბრწყინვალედ აწყობილი ქვეყანა და ამ საშინელ ფაქტზე მსოფლიომ არ გააკეთა არავითარი რეაგირება, ანუ ნატოს შერჩა მაშინ ყველაფერი! სამაგიეროდ, დღეს, განადგურებული იუგოსლავიის ტერიტორიიდან გაისმის უკვე სერბეთის პრეზიდენტის ღრმად დაჯერებული და კარგად გააზრებული პოზიცია, რომ მხოლოდ გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან არის მისი ქვეყნის მშვიდობისა და რაციონალური თავისუფლების საფუძველი; ანუ ვითარება მსოფლიოში აშკარად შეიცვალა და ბევრი ქვეყანა აღარ აიტანს უკვე, თავის ტერიტორიაზე, რომელიმე სხვა ქვეყნის უკანონო ქმედებებსა და თარეშს. ხალხს სურს სამართლიანი მართლმსაჯულება, ნორმალური დემოკრატია და რაციონალური ლიბერალიზმი.

ნათქვამია მადა ჭამაში მოდისო და სამწუხაროდ ნატო იუგოსლავიაზე არ შეჩერდა, მან წესად აქცია თავისი სამოქმედო არეალის ამგვარი უკანონო გზებით გაფართოება და „დასავლური დემოკრატიის“, „აღვირახსნილი ლიბერალიზმის“, წინააღმდეგობებით სავსე „გლობალიზაციისა“ და ე. წ. „ნების გამოხატვის თავისუფლების“ გავრცელების მიზნით (რამაც დააკარგვინა ბევრს მორალი, განუვითარა დაუსჯელობის სინდრომი და ხელი შეუწყო მათში ყველაზე ბნელი თვისებების გამოღვიძებას) ბრძოლა გამოუცხადა სხვა ქვეყნებში „დიქტატურასა“ და „დიქტატორებს“. ყოველი ასეთი ბრძოლა, ამა თუ იმ ქვეყანაში „დასავლური ფასეულობების“ შეტანისათვის იწყება, როგორც წესი, ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებით და მთავრდება იმით რაც დაემართა შემდეგ ავღანეთს, ლიბიას, უკრაინას... არეულობაა ყაზახეთში, შეტევებია ბელორუსიაზე, რუსეთზე, ყარაბახზე... ნატოს პოლიტიკის სამარცხვინო ლაქებია: ერაყი, ირანი, სირია, მთლიანად ახლო აღმოსავლეთი... უკანონოდ და ყოველგვარი სამართლის გარეშეა დახოცილი ე.წ. „დიქტატორები“: ჩაუშესკუ, ჰუსეინი, კადაფი... სასწაულია ის, თუ როგორ დარჩა ცოცხალი შევარდნაძე. ძლივს გადაურჩა სიკვდილს იანუკოვიჩი (ის პუტინმა გადაარჩინა), ბევრჯერ იდგა საფრთხის ქვეშ ლუკაშენკო, დღეს კი ნატოს უკვე ნომერ პირველ დიქტატორად გამოცხადებული ჰყავს პუტინი და მხოლოდ იმიტომ, რომ მისცა მან თავს ნება დაეცვა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და გამოთქვა პროტესტი ნატოს საზღვრების, აღმოსავლეთით, უკანონო გაფართოებაზე.

სამართლიანად ითხოვს ნამდვილად ზელენსკი (რომლის პატიოსნებაში, ღირსებაში და პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა ძნელია), რომ უნდა გამოიძიოს აუცილებლად ჰააგის სასამართლომ ყველა ის საშინელი დანაშაული რასაც, ამ წლების მანძილზე, ჰქონდა ადგილი უკრაინაში: ვინ და რატომ დახოცა, მაგალითად იქ, ამდენი ბავშვი და ამდენი უდანაშაულო ადამიანი, ვინ და რისთვის დაწვა პროფკავშირების სახლში უამრავი უკრაინელი მოქალაქე, ვინ ჩამოაგდო მალაზიის 300 კაციანი ბოინგი (MH-17) და ვინ არიან საერთოდ ვაგნერელები? კერძოდ, ვინ იყო ის 32 კაცი, რომელიც 24 ივლისს ჩავიდა ბელორუსიაში და რომელთა ძალზედ საეჭვო ოპერაცია, კიდევ უფრო მეტად საეჭვოდ ჩაიშალა შემდგომ კიევში, რაზეც დღეს, რატომღაც ხმას აღარავინ იღებს. მოსკოვი კი საოცარი სიმშვიდით აცხადებს ამ დროს, რომ არავითარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც თითქოსდა რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობს არ არსებობსო, რადგან რუსეთში დაქირავებული ჯარისკაცის არსებობს კანონგარეშე საქმიანობად ითვლება და დასჯადიაო. აუცილებლად უნდა გამოიძიოს ეს საკითხი ჰააგის სასამართლომ შეისწავლოს ის და თქვას, თუ ვინ ამზადებს ბოლოს და ბოლოს ამ ფაშისტურ საჯარისო ფორმირებებს, ვინ აფინანსებს მათ, რატომ და რისთვის? მათი არსებობა ხომ დღეს უკვე ეჭვს აღარავისში იწვევს, მათ ხომ ჯერ კიდევ სირიიდან დაგვამახსოვრეს თავი? ისე, საინტერესოა სხვათაშორის ისიც, თუ ვინ იყვნენ ის არაკაცები, რომლებიც ქართველების მოჭრილი თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს სამეგრელოს სტადიონზე და რა ჰქვია ყველაფერ ამას, თუ არა ფაშიზმი?

ბევრი რამაა გაუგებარი და გასარკვევი უკრაინაში, ხოლო, თუ ამას დავუმატებთ კიდევ იმ კითხვებსაც, რაც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით დარჩა პასუხგაუცემელი (იქ ხომ ფაქტიურად არაფერი არ გამოძიებულა), მაშინ დავინახავთ იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საფუძვლიან გამოძიებას და მიუკერძოებელ სასამართლოს მყარი წესრიგის ფორმირებისათვის ყველგან და ყველაფერში. ხალხი ითხოვს სიმართლეს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს! იმას, რომ სასამართლო პროცესები არ გრძელდებოდნენ, წლების მანძილზე, სააკაშვილის მიერ შეძენილი ოთხი პიჯაკის, პოლონეთის პრეზიდენტის სალფავზე მიტანილი სამგლოვიარო გვირგვინისა და იუშენკოსათვის ნაყიდი ერთი ნაჭერი საპნისათვის დახარჯული თანხების ძიების ფორმატში და თანაც მათ მიერ ვინც დაიტაცა და მიითვისა მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი. ხალხს სურს სამართლიანი მართლმსაჯულება, როდესაც ყველასათვის ერთნაირად იქნება დაცული კანონი, არ იარსებებს შერჩევითი სამართალი და ყოველთვის ადექვატურად დაისჯება ყველა დამნაშავე. სრულყოფილი მართლმსაჯულების გარეშე ვერ დამყარდება ვერავითარი წესრიგი, ყველგან იმუშავებს ორმაგი სტანდარტები, კორუფცია და ნეპოტიზმი დაანგრევს სახელმწიფო სტრუქტურებს, ხოლო სასამართლოს მიერ გამოტანილი ყოველი განაჩენი დამოკიდებული იქნება „ბედუკაძეების“ მსგავსთა ჩვენებებზე. მძიმე დღეშია ქვეყანა და რწმენადაკარგული ადამიანები მიდიან ხშირად თვითმკვლელობამდე. მაგალითისათვის კმარა ის, რა დღეშიც არის დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ღმერთმა თუ ინება და მიშა გადარჩა აი ის კი ნამდვილად იზრუნებს უკვე იმაზე, რომ შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში ნორმალური სასამართლო! უნდა დაველოდოთ, სხვა გზა არ არის!

ვხედავთ ისევ საშინელებებს უკრაინაში, ვგრძნობთ იმასაც, რომ ზელენსკისა და მისი მცირე გარემოცვის გარდა უკრაინის მთავრობაში (ისევე როგორც ჩვენთან) ბევრი მოღალატეა; ამერიკა კი, რომელიც არავის აძლევს თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას, სისტემატიურად ასწავლის ჭკუას სხვა ქვეყნებს, ერევა მათ საქმეებში და დღესაც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაგრძელდეს და არ დამთავრდეს ომი უკრაინაში. გაიხსენეთ კარგად ჰილარი კლინტონის ამაზრზენად გაბრწყინებული სახე, როდესაც აჩვენეს მას ფირი, რაზედაც ჩანდა, თუ რა საშინელი წამებით მოკლეს და როგორ ცოცხლადვე დაგლიჯეს კადაფი – თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი და გონიერი ლიდერი. რა არის ეს თუ არა სატანიზმი, რომელიც საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაშიც იკიდებს ფეხს, როგორც იდეოლოგია: ჩვენთანაც ახალგაზრდები უმოწყალოდ ხოცავენ უკვე ერთმანეთს, არ ინდობენ, ძარცვავენ და კლავენ საკუთარ აღმზრდელებს, მშობლები კი, თავის მხრივ, მიდიან იქამდე, რომ საკუთარი ხელით უსპობენ შვილებს სიცოცხლეს. აი „ პროგრესი“, რომელიც შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენში დასავლეთმა!

სოროსის ფონდების აქტიური მოღვაწეობით წარმართულმა აღვირახსნილი თავისუფლების პროპაგანდამ ჩაკლა ადამიანებში მორალი, ტრადიცია, კულტურა, გააუფასურა რელიგიური ღირებულებები და უდიდესი ზიანი მიაყენა ინდივიდის პიროვნებად ფორმირების პროცესს. გაწყდა კავშირი ძველსა და ახალ თაობებს შორის და საზოგადოებამ დაკარგა თვითშენახვის, თვითგანვითარების უნარი. კანონის დაცვისა და სამართლიანი მართლმსაჯულების გარეშე, ვერ დავიცავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვერ შევიმუშავებთ და არ გვექნება ეროვნული იდეოლოგია! პოლიტიკა თეორიული აზროვნების ყველაზე რთული სფეროა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კადრების შერჩევას ამ სფეროში. რატომ არ უნდა დაინტერესებულიყო, მაგალითად, თავის დროზე, უკრაინის უშიშროება იმით, თუ რისთვის არიგებდა ასე ხელგაშლილად ნულანდი ღვეზელებს მათ მაიდანზე? ან თუნდაც დღეს რატომ არ ინტერესდებიან ისინი, რისთვის ითხოვს ტრამპი ასე დაჟინებით ბაიდენისა და მისი შვილის უკრაინაში მოღვაწეობის ფაქტების შესწავლასა და გამოძიებას; რატომ ირღვევა სამართალი ყოველ ნაბიჯზე და რატომ ხდება სისტემატურად ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს.

გასარკვევია, ნამდვილად, თუ ვინ, რატომ და რა მიზნით აკეთებს ამ საშინელებებს უკრაინაში, ანუ რა ძალებმა უნდა აგონ პასუხი ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე: უკრაინის მთავრობამ? ამერიკამ? ნატომ? ევროკავშირმა, ოლიგარქებმა, თუ როგორც გვიმტკიცებს დასავლეთი რუსეთმა? აგერ უკვე რამდენი წელია აცხადებს ჰოლანდია, რომ რუსეთმა ჩამოაგდო მალაზიის ბოინგი, დღეს კი ამბობს დარცხვენით, რომ არავითარი საბუთი თურმე, ამ ფაქტის დამადასტურებელი არ გააჩნია! რა გამოდის მაშინ, არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამ საზარელ დანაშაულზე? ამ ფაქტს არ ჰქონია, საერთოდ ადგილი? ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და დაისაჯოს ის, ვინც ნამდვილად დასასჯელია! ამას კი სჭირდება ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები და ყველგან და ყოველ დონეზე ქვეყნის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. ასეთ ვითარებაში დიდი შეცდომაა, ჩვენი მხრიდანაც, ნამდვილად, რომ არ ვიყენებთ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უშიშროების დარგის ისეთი მაღალი რანგის პროფესიონალს, როგორიც იგორ გიორგაძეა და ვრჩებით ისევ ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსების ამარა. დამოუკიდებელმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ის, რასაც ითხოვს მისი ინტერესები და რაც არის მისთვის სასარგებლო; „სიყვარულის“ ცნება (ანუ „გვიყვარს დასავლეთი“ ან „გვიყვარს ნატო“) არ არის პოლიტიკური კატეგორია! ნაციონალური პოლიტიკის მთავარი საყრდენი არის მხოლოდ მეცნიერული ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგია, მასზე დაფუძნებული კანონი და სამართლიანი მართლმსაჯულება, ანუ ყველაფერი ის, რასაც ასე მიზანმიმართულად ებრძოდა და ანადგურებდა ჩვენში სოროსი.

აშკარაა, რომ დეიდეოლოგიზაციის პროცესმა ყველაზე მეტად დააზარალა სწორედ ის ქვეყნები, რომელთა სახელმწიფოებრივი მოწყობა დამოკიდებული იყო დიალექტიკის თეორიის კვლევაზე, მეცნიერულ იდეოლოგიაზე და კრიტიკული თეორიული აზრის განვითარებაზე; სწორედ ამ ქვეყნებს გამოეცალათ საძირკველი სახელმწიფოებრივი მშენებლობისათვის და ჩავარდნენ უდიდეს კრიზისში. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუშვა ასეთი შეცდომა და არ წავიდა დეიდეოლოგიზაციის გზით, იყო ჩინეთი და ეტყობა კიდეც მის ეკონომიკას. ჩინეთმა მშვენივრად შეუთავსა თავის ცხოვრების წესს საბაზრო ეკონომიკის რაციონალური მომენტები და მაშინ, როდესაც ჩვენ მოვსპეთ და გავანადგურეთ, ამ მიმართულებით ჩვენში მიმდინარე ყველა პროცესი, მათ პირიქით, ძველი იდეოლოგიის არა უარყოფის და ლანძღვით (რითაც ჩვენ მუდმივად ვართ დაკავებულნი), არამედ გონივრული და სერიოზული გადააზრების გზით ჩაუყარეს საფუძველი ახალ ეკონომიკას. შედეგიც სახეზეა! ჩვენ კი ყველაფერი ეს არ გვაქვს გასაკეთებელი.

არც ერთმა სუვერენულმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს გარეშე პოლიტიკურ ძალებს თავის შინაგან საქმეებში ჩარევის უფლება და არ უნდა დაუშვას მათი მხრიდან საკუთარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ხელყოფა. აი რას წერს იზრაელის ცნობილი პოლიტოლოგი იაკობ კედმი რუსეთის შესახებ: „სამწუხაროდ და მისდა საუბედუროდ რუსეთს გააჩნია მოთმინების დიდი უნარი, რითაც ძალიან აგებს; ჩვენ (იზრაელი) ასე არ ვიქცევით, ყოველ დარტყმაზე გარედან ვპასუხობთ ადექვატურად და ამიტომაც შემოტევები ჩვენზე ნაკლებიაო“, ეტყობა ჩვენც უნდა გავახილოთ თვალი და დავინახოთ ის რომ საზღვარგარეთის აგენტურა, ამერიკიდან და ნატოს ქვეყნებიდან, ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენს ტერიტორიაზე. აღარ უნდა გავაგრძელოთ მოთმინების ეს უაზრო პოლიტიკა და მოვახდინოთ ყოველ ამგვარ ფაქტზე შესაფერისი რეაგირება. ამ ასპექტში ჩვენთანაც ბევრი რამ არის საინტერესო და აქტიურად უნდა ამოქმედნენ, ამიტომ უშიშროების ძალები. გავარკვიოთ, მაგალითად ის, თუ რა ხდებოდა თბილისში 20 ივნისს, ვინ და რას გვიპირებდა მაშინ ჩვენ და რისგან დაგვიცვა იმ დღეს გახარიამ?! მელია რომ არ არის არავითარი სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ფაქტია, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე სხვას არ ქონდა ჩაფიქრებული რაღაც ამდაგვარი. რა, არ იყო მცდელობები ბელორუსიაში? ყაზახეთში? მუდმივი პროვოკაციები მიდის მოლდავეთთან და ყარაბახთან დაკავშირებით, სისტემატიურად უტევენ რუსეთს! აგერ სულ ახლახანს მარგარიტა სიმონიანმა (ტელეკომპანია RT-ს მთავარი რედაქტორი), რომელიც ხშირად უტევს პაშინიანს მისი ბოლოდროინდელი რაციონალური პოზიციების გამო, მოაწყო აშკარა პროვოკაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრაზე, მაგრამ ალიევმა მაღალი დონის დიპლომატიურ ფორმატში გასცა მას საკადრისი პასუხი და დასვა თავის ადგილზე.

რა მძიმე დღეშია უკრაინა, რომელიც ზუსტად იმეორებს დღეს ავღანეთის ბედს და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ თუნდაც ჩვენ, ვინაც გამოვიარეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, დავკარგეთ უამრავი ახალგაზრდა, ტერიტორიები და მივიღეთ ძალზე მწარე გაკვეთილები ცხოვრებაში. უმძიმეს ფაქტებს აქვს დღესაც ადგილი რუსეთის საზღვართან... არავინ და არასდროს უნდა აგოს პასუხი ყველაფერ ამაზე? როდემდის?

ფაქტია და უნდა ვაღიაროთ ალბათ, ისიც, რომ ამერიკამ თავისი ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკის გამო დაკარგა ავტორიტეტი მსოფლიოს თვალში, დააზარალა ახლო აღმოსავლეთი და ზიანი მიაყენა ევროპასაც, როდესაც შეარყია მისი ქვეყნების ურთიერთობები რუსეთთან და ძირი გამოუთხარა ამით მათ ეკონომიკას. ვიხილეთ ამერიკული დემოკრატიის რეალური სახე და ისიც თუ რამდენ რამეზე წავიდა ამერიკა იმისათვის, რომ არ აერჩიათ ტრამპი პრეზიდენტად, რომელიც ცდილობდა დაეცვა დემოკრატიის პრინციპები და შეესუსტებინა წინააღმდეგობები საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. ტრამპი ხედავდა დახატულ დოლარზე დაფუძნებული ამერიკის ეკონომიკის წინააღმდეგობრივ არსს და ცდილობდა შემოეტანა ჯანსაღი ხაზები ამერიკის ეკონომიკაში; მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, შედეგიც სახეზეა და მთელი მსოფლიო ვიმკით დღეს ამ შედეგებს.

შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მსოფლიოში დღეს ისეთია, რომ საჭიროა და აუცილებელი მიმდინარე პროცესების ღრმა, თეორიული ანალიზი, რაც თავის მხრივ მოითხოვს მაღალი რანგის სპეციალისტებს ყველა სფეროში და მწვავედ აყენებს დიალექტიკის თეორიის, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და კრიტიკული თეორიული აზრის განვითარების საკითხს; საჭიროა და აუცილებელი ახალი მარქსი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ჩვენი განათლების სამინისტრო, არც უნივერსიტეტი და არც აკადემია ამაზე არაფერს არ ფიქრობს, ხოლო ყველა ის ვისაც შეეძლო რაიმე ღირებულის თქმა ამ სფეროში კატეგორიულადაა ჩამოშორებული ამ საქმისაგან სოროსის დამანგრეველი პოლიტიკის გამო; შედეგად კი სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრობლემებზე მუშაობისაგან მოწყვეტილნი არიან კვალიფიცირებული კადრები და წინა პლანზე დგას ყველგან ისევ ისეთი პირები, როგორიც იყო, მაგალითად, ლომაია, ვინაც დაანგრია და გაანადგურა ჩვენი განათლების სისტემა და გამოგვიცხადა თანაც, რომ ეს არის გზა პროგრესისაკენ. სინამდვილეში კი ეს არის გზა, რომელიც ამახინჯებს ისტორიას, აიგივებს ერთმანეთთან ფაშისტებსა და კომუნისტებს, გზა რომელიც თხრის და სპობს გონივრულ კონსერვატიზმს, ძირეულად ცვლის ადამიანური ცხოვრების ფუნდამენტურ პრინციპებს, თავდაყირა აყენებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ტრადიციას და ყველა ნორმალური ადამიანი მიდის უკვე იმ დასკვნამდე, რომ გლობალიზაციის იდეამ განიცადა საშინელი კრახი: დაეცა ყველაფერში პროფესიონალიზმის დონე, ყველგან მუშაობენ ორმაგი სტანდარტები, განადგურდა მორალი, ტრადიცია და კანონი, ანუ ყველაფერი ის რამაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებაში დისციპლინა, შეზღუდოს აღვირახსნილი თავისუფლება, სწორი შინაარსი მისცეს დემოკრატიას, ლიბერალიზმს, გლობალიზაციას და შესაძლებელი გახადოს საერთოდ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ფორმატში არსებობა.

ამრიგად, ე.წ. „ჰუმანური ინტერვენცია“ შემოიჭრა ჩვენთან იმით, რომ გაგვინადგურა განათლება, მეცნიერება, კულტურა და ტრადიციები, ზიანი მიაყენა მართლმადიდებლობას, რომელსაც ბერდიაევი გმირთა რელიგიას უწოდებდა; საზოგადოებამ დაკარგა დამოუკიდებელი აზროვნების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი და გახდა ადვილად მართვადი, რასაც მოხერხებულად იყენებენ კიდეც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ქვეყანაში აღზევდა ფაშისტური სეპარატიზმი, ყველგან და ყველაფერში იგრძნობა სამართლიანი მართლმსაჯულების, ნორმალური დემოკრატიისა და მორალის დეფიციტი; საზოგადოებაში მთლიანობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით ღვივდება ათასი სახის კონფლიქტები, ინერგება სექსის, ნარკომანიის, გარყვნილებისა და ამორალიზმის კულტი; ხელოვნებისა და მეცნიერების სახით მიმდინარეობს დაბალი ხარისხის, არასრულფასოვანი, არაფრის მომცემი წარმომადგენლების პროპაგანდა, უკანა პლანზე გადავიდა და კარგა ხანია დავიწყებას მიეცა კლასიკა. ყველა სფეროში გრძელდება ისევ ღირსეული პროფესიონალების დევნა, მათი შევიწროვება და ხელის შეშლა მუშაობაში. ტელევიზიითა და ინტერნეტით, კულტურის დონისა და თეორიული აზროვნების მოსპობისა და განადგურების მიზნით, ხდება დაბალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება; ყველგან და ყველაფერში მკვიდრდება პრიმიტიული, ვულგარული და ფაშიზმში გარდამავალი აზროვნება. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ყოველივე ეს გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდმა წარმოგვიდგინა, როგორც ჰარვარდის პროექტი და თანაც სახელწოდებით „უნივერსიტეტის“; სწორედ ამის შემდეგ გამოუცხადა უნივერსიტეტმა და აკადემიამ ბრძოლა მეცნიერულ იდეოლოგიას, დიალექტიკის თეორია გაიგივებული იქნა დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის საწინააღმდეგო თეორიებთან და დაიწყო დეიდეოლოგიზაციის სახიფათო ხაზის პროპაგანდა, რითაც გამოეთხარა კიდეც ძირი სახელმწიფოებრივ მშენებლობას ჩვენს ქვეყანაში.

სოროსის მთავარი დევიზია: გათიშე და იბატონე! ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენ, ავარიდოთ თავი უაზრო კონფლიქტებს, ვიზრუნოთ მხოლოდ იმაზე, რომ მოვაწესრიგოთ საკუთარი ქვეყანა, შევიმუშავოთ და დავნერგოთ ყველა დარგში რაციონალური მოქმედების პრინციპები და რაც მთავარია დავაფუძნოთ მთლიანად ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ეროვნულ იდეოლოგიაზე. დღეს ვხედავთ უკვე, რომ კაპიტალიზმმა და კიდევ უფრო ადრე სოციალიზმმა ამოწურეს თავისი თავი, ახალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ფორმირებას კი დღევანდელი რეალობის ყოველმხრივი მეცნიერული კვლევა და ანალიზი სჭირდება. ახალგაზრდობამ, რა თქმა უნდა, უნდა იაროს წინ, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ისიც, რომ ჩვენი კულტურა, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული გამოცდილება დაეხმარება მათ იმაში, რომ დასძლიონ დღევანდელი სიძნელეები და გამოვიდნენ კრიზისიდან. ასე რომ საჭიროა და აუცილებელი. გამოვიყენოთ ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური პოტენციალი და არ დავიწყოთ ველოსიპედების გამოგონება თავიდან. გალილეი და ნიუტონი რომ არ არსებულიყვნენ ვერ იქნებოდა ვერც აინშტაინი. მე-20 საუკუნის გენიალური მხატვარი სალვადორ დალი კი აი რას წერს: ვისაც ველასკესი არ უყვარს ის ვერ გაიგებს ვერც ჩემს მხატვრობას და ვერასოდეს ვერ იგრძნობს იმ საოცრად იდუმალ თრთოლვას, რასაც ჩემი „ზუსტი დროის მაჩვენებელი“ დანგრეული ციფერბლატები აჩვენებენო. ასევე ვერ გაიგებს დღევანდელი ჩვენი რეალობის ურთულესი დიალექტის არსს ის, ვინც არ გაიცნობს და არ ეზიარება კანტის, ჰეგელის და მარქსის დიალექტიკას. კემბრიჯის უნივერსიტეტის განათლების სტანდარტს წინ უძღვის სიტყვები: „უნივერსიტეტის, სადაც ფილოსოფიის სწავლა არ არის დაყენებული უმაღლეს დონეზე არ შეიძლება იწოდებოდეს უნივერსიტეტად“. შეჭმარიტად!

ამ დროს ჩვენ გვყავდნენ თეორიული აზრის ისეთი კორიფეები როგორებიც იყვნენ ანდრია რაზმაძე, ლევან გოკიელი, კიტე ბაქრაძე. ს. წერეთელი, ზ. კაკაბაძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი და სხვ... სწორედ მათი ტრადიციების განადგურებით დაიწყო თავისი „მოღვაწეობა“ ჩვენში სოროსმა, რაშიც ძალიან დაეხმარა უნივერსიტეტი და აკადემია – ახალგაზრდობამ უნდა შეძლოს და გამოასწოროს ეს სამარცხვინო მდგომარეობა – გავიხსენოთ ის, რომ სტალინის დროიდან, არსებობდა და ფუნქციონირებდა ქვეყანაში უამრავი თეორიული სემინარი (საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით) და ამ ბაზაზე მუდმივად ვითარდებოდა დიალექტიკის თეორია. გამოჩენილი მეცნიერების ყურადღების ცენტრში იდგა ყოველთვის ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის კვლევის საკითხი და სისტემატურად ხდებოდა ამ გზით ყოველი ახალი მსოფლმხედველობრივი მომენტის მიტანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებამდე. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ნილს ბორმა, მოხსენება წაიკითხა და მონაწილეობა მიიღო ფიზიკის ფაკულტეტზე არსებულ ფილოსოფიურ სემინარში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და არ უნდა დაიკარგოს ჩვენში ამგვარი დისკუსიების კულტურა.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის სფეროში მეცნიერების გამოყენების საკითხს, თავის დროზე, ხელმძღვანელობდა პირადად სტალინი, რომელიც თვითონ ირჩევდა ყოველთვის დროის მიერ წამოჭრილ აქტუალურ პრობლემას და წამყვან მეცნიერებთან ერთად განიხილავდა შემდეგ მას ღრმა თეორიული და პროფესიული ანალიზის ჭრილში, რის დროსაც გათვალისწინებული იყო ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების, ამ პრობლემასთან დაკავშირებული, ყველა პოლიტიკური ასპექტი, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის ხაზით. საერთოდ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირი სტალინური მართვის მთავარი პრინციპი იყო და ეს განაპირობებდა სწორედ მის ძლიერ წარმატებას. ერთხელ შევარდნაძეს, რომელსაც ძალიან მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, რასაც მომავალი კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს ალბათ და დააფასებს (მანაც, იმ დროისათვის, ბევრი შეუძლებელი შესძლო) ჰკითხეს: მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე რომ ფიქრობთ საშინაო პოლიტიკას რატომ არ განიხილავთო? მან გაიცინა და მისთვის ჩვეული იუმორით უპასუხა: „მე სტალინი კი არ ვარ ორივეზე ერთდროულად ვიფიქროვო“. დღეს უკვე ის დროა, რომ ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არა გვაქვს, ორივეზე აუცილებლად ერთდროულად უნდა ვიფიქროთ.

ფაქტია, რომ კარგად ფუნქციონირებადი და მაღალ დონეზე მომუშავე ფილოსოფიური სემინარები უწყობენ ხელს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას; ამიტომაც გაანადგურა ეს სფერო სოროსისაგან დაფინანსებულმა აგენტურამ ჯერ მამარდაშვილის და შემდეგ კი ვინმე, გაურკვეველი განათლების მქონე, ლომაიას ხელით, რის გამოც მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ თავიანთი საქმისაგან წამყვანი მეცნიერები და ასეა დღემდე. სამაგიეროდ პრობლემათა სერიოზული რაციონალური და მსოფლმხედველობრივი ანალიზის ნაცვლად, უნივერსიტეტი და აკადემია, უკვე რამდენი წელია უხვად აძლევს ქვეყანას „მაკულატურას“, რასაც „მეცნიერული შრომები“ გქვია, რასაც მთავრობა ვერაფერში იყენებს და ვერც ვერასოდეს გამოიყენებს.

ახლა მათ გასაგონად ვინც იბრძვის საქართველოსთვის და მხოლოდ! იქნებ საზოგადოებაც შეიყვანოთ როგორმე საქმის კურსში და გაგვაგებინოთ ის, თუ რა ხდება? იქნებ არ დაკარგოთ და გამოიყენოთ ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური პოტენციალი სახელმწიფოებრივი მშენებლობისათვის, არ დატოვოთ „ჩარეცხილები“ „ჩარეცხილებად“ და კიდევ ერთხელ არ დაასხათ წყალი სოროსის წისქვილზე. ახლა მაინც გაითვალისწინეთ ჩინეთის მაგალითი, აღადგინეთ ხიდი ძველსა და ახალ თაობას შორის და ყოველთვის, როდესაც რაიმე რთულ პრობლემას წააწყდებით დასვით კითხვები და მოითხოვეთ პასუხი პროფესიონალებისაგან, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ მისაღებია თუ არა მათი აზრი იმ საქმისათვის, რაც თქვენ გაქვთ გასაკეთებელი. ამის მიხედვით და მხოლოდ ამის მიხედვით უნდა დაფასდნენ პროფესიონალები!!! ასე იქცეოდა ყოველთვის სტალინი და შედეგიც სახეზე ჰქონდა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი მომავალ პრემიერ მინისტრს აუცილებლად სტალინის როლს შესრულებას ავალდებულებს, რა თქმა უნდა არა! მაგრამ ისე ის ჯარისკაციც რა ჯარისკაცია ვისაც გენერლობა არ სურს და გენერლობაზე არ ოცნებობს.

და ბოლოს: (მეც ხომ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება), დღეს ვითარება ქვეყანაში ისეთია, რომ ბევრის აზრით პრეზიდენტის როლში ყველაზე კარგი იქნება სააკაშვილი, ის სავსებით მზად არის ამისათვის და არავითარი დამატებითი მომზადება პრეზიდენტობისათვის მას არ სჭირდება (თუ ცოცხალი დარჩა ცხადია!!!); ძალოვან სტრუქტურებს ოპერატიულად მოიყვანს წესრიგში იგორ გიორგაძე და არც ის საჭიროებს, ნამდვილად, არავის დახმარებას ამ საქმეში. ყველაზე მძიმე დღეში კი, როგორც პრემიერი, აღმოჩნდება გიორგი გახარია, რომელსაც მოიაზრებს სწორედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ადგილზე და იციან ისიც რომ მან დღე და ღამე უნდა გაასწოროს იმისათვის, რომ შესძლოს და გააკეთოს შეუძლებელი; მაგრამ დარწმუნებულნი არიან იმაშიც, რომ სხვა ვერავინ დღეს ამას უკეთესად ვერ გააკეთებს.

ჩვენ კი, ვისაც საქართველოს მოქალაქებად მიგვაჩნია თავი, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვისაც როგორ შეუძლია და ვინც როგორ მოახერხებს ისე დაუდგეს გვერდში მთავრობას. ხალხი დიდი ძალაა, სტალინი ამ ძალას ხედავდა და იყენებდა. დიდი შეცდომა იქნება, ნამდვილად, თუ ჩვენ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არსებულ ამ საოცარ მაგალითს, ვერ დავინახავთ, ვერ შევაფასებთ და ვერ გამოვიყენებთ.

გილდა სიხარულიძე

(R)