"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და სეფ­სი­სი და­უდ­გინ­და. ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის მე­გო­ბარ­მა და პრო­დი­უ­სერმა გია გო­გო­რიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას და­ა­დას­ტუ­რა. სე­ფაშ­ვი­ლი თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში წევს და მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­გობ­რებ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, დღეს სი­ცხე აღარ აქვს და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გრძელ­დე­ბა...

გია გო­გო­რიშ­ვი­ლი (პრო­დი­უ­სე­რი):

- უკე­თე­სო­ბის­კენ არის, მკურ­ნა­ლო­ბამ იმოქ­მე­და, სი­ცხემ და­უ­წია, სა­ტუ­რა­ცია ნორ­მა­შია და რაც მთა­ვა­რია პა­ლა­ტა­შია და რე­ა­ნი­მა­ცია აღარ სჭირ­დე­ბა.

ეს კო­ვი­დი არ არის, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოდ დიდ­ხანს ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, თან ისე, რომ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი არ ჰქო­ნია, შემ­დეგ უცებ სი­ცხემ აუ­წია და ასე გა­ვი­გეთ, ამან გა­მო­იწ­ვია სეფ­სი­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ვი­მო­ე­რებ, რაც მთა­ვა­რია, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ არის.

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე (ივენთ-მე­ნე­ჯე­რი):

- ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. გააგრძელეთ კითხვა