“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ ბუთქუჩები დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება" - კვირის პალიტრა

“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ ბუთქუჩები დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება"

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ორი შვილი ჰყავს. ტყუპები - ზაქარია და ნატალია მას 2 წლის წინ შეეძინა. ნინოს მეუღლე გიორგი ინწკირველია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.

მომღერალმა ტყუპების დაბადების დღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტოები განათავსა:

“7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ ბუთქუჩები, ზაქარია და ნატალია დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის, გიორგის ცხოვრება.მადლობა უფალს ამ ორი უძვირფასესი საჩუქრისთვის. ზაქარიას და ნატალიას კი ვულოცავ დიდი და უშველებელი სიყვარულით! უფალი იყოს თქვენი და ყველა პატარა ანგელოზის მფარველი”, - წერს ნინო სურგულაძე.