ილო ბეროშვილი და ანი ბებია მეორე შვილს ელოდებიან - "ჯერის დაიკო ან ძამიკო ეყოლება..." - კვირის პალიტრა

ილო ბეროშვილი და ანი ბებია მეორე შვილს ელოდებიან - "ჯერის დაიკო ან ძამიკო ეყოლება..."

ტელეწამყვან ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ცხოვრებაში სიახლეა, წყვილი მეორე შვილს ელოდება.

ჯერი მათი პირველი ბიჭია, რომლის აღზრდაშიც დედა და მამა თანაბრად არიან ჩართულები. პატარა, სიმპათიურ ჯერის უკვე ყველა იცნობს.

როგორც "შენი დილის" წამყვანმა, ანი ბებიამ ეთერში აღნიშნა, ორსულადაა, ჯერის ან დაიკო ეყოლება, ან ძამიკოო, -აღნიშნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით წყვილმა ბავშვის სქესი არ იცის.

ილოს პირველი ქორწინებიდან ორი გოგო ჰყავს, რომელთა დედა და შესაბამისად, ილოს ყოფილი მეუღლე ჟურნალისტი ნელი აგირბაა. ნელო გოგონებთან ერთად ბოლო პერიოდია მშობლიურ ბათუმში დაბრუნდა, თუმცა როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს მამას გოგონებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

იხილეთ ვიდეო mshoblebi.ge-ზე