გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - კვირის პალიტრა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

მარიამ კაცაძე ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოლეკულური ინჟინერიის ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. მარიამი ორი წლის განმავლობაში სომხეთში, დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში სწავლობდა და ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში შრომისმოყვარეობასთან ერთად, ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა დაეხმარა. ის ჩვენს მკითხველს უყვება, როგორ მოხვდა ჯერ დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში, შემდეგ კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში:

- სულ მსოფლიოში მსგავსი 18 კოლეჯია და ყოველი სექტემბერს აპლიკაციას ხსნიან. გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო, მათემატიკისა და ინგლისურის ტესტია დასაწერი, შემდეგ გასაუბრება ინიშნება და ფინალური ეტაპისთვის კოლეჯში ვიზიტია აუცილებელი. ამის შემდეგ კი ნომინაციას და შანსს გვაძლევენ, რომ 18 კოლეჯიდან ერთ-ერთში ვისწავლოთ. აპლიკაცია პანდემიის დროს შევავსე, მაშინ სხვადასხვა რეგულაცია არსებობდა და სომხეთში, დილიჯანში წავედი.ამ პროგრამის შესახებ კი ჩემი ფრანგულის მასწავლებლისგან გავიგე, რომლის შვილიც ამავე კოლეჯის კურსდამთავრებულია და ის აპლიკაციის შევსებასა და საორგანიზაციო საკითხებში დამეხმარა. კოლეჯში რომ ჩავედი, უნივერსიტეტის მრჩეველი მყავდა და მან ეს უნივერსიტეტი მირჩია, შევიტანე საბუთები და თებერვალში გავიგე, რომ სრული დაფინანსებით მოვხვდი. გააგრძელეთ კითხვა