საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - კვირის პალიტრა

საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები.

გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია.

როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. სოფელ ნავდარაანთკარში კი მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"