"ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის ყველა ჩემი მტერია“ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი" - კვირის პალიტრა

"ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის ყველა ჩემი მტერია“ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი"

დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება გაბრიყვდა! როდესაც პეტიციის შექმნა დაიწყეს, მოდი, ლევან ბერძენიშვილს ლექციები ავუკრძალოთო, მთელი საქართველო გადაიმტერეს, საკუთარი ორკების გარდა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პეტიციის შექმნა არც "იმ ქოცებმა მოიწონეს, ვისაც წიგნიერებასთან რაიმე აკავშირებს“.

"ხელისუფლება გაჯიუტდა შეცდომაში. შეცდომაში გაჯიუტებას ლათინურად ჰქვია - "სიბრიყვე“. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება გაბრიყვდა! როდესაც დაიწყეს პეტიციის შექმნა, მოდი, ლევან ბერძენიშვილს ავუკრძალოთ ლექციები მთელი საქართველო გადაიმტერეს საკუთარი ორკების გარდა, არც "ქოცებმა“ მოუწონეს, ვისაც წიგნიერებასთან [რაღაც აკავშირებს]“,- აღნიშნავს ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, მან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის ამბობს, რომ ბერძენიშვილები "ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან. როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, არჩილ თალაკვაძე და მმართველი გუნდის კიდევ ორი წევრი მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე „მეჩაიე დეპუტატები არიან, ერთჯერადი გამოყენების“.

"ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის ყველა ჩემი მტერია“ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი. ვინც ჩემთან არ ხართ და არ მემორჩილებით ყველა ხართ „ნაცი“. მეორე ფრონტი გამიგია, მეორე ხაზი კი არ გამიგია.

კობახიძემ რაც თქვა საკმარისი არ აღმოჩნდა და მდინარაძე შეეშველა, მდინარაძეც საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს სამი იცით როდიდან არიან "ქართული ოცნების“ წევრები, სახელისუფლებო "ქართული ოცნების“ წევრები არიან.

არცერთი მათგანი არცერთი ხელისუფლების ოპონენტი არ ყოფილა, არცერთი მათგანს ერთი სიტყვა არ დასცდენია "ნაციონალური მოძრაობის“ დროს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ესენი არიან ვინც მოვიდა გაუმარჯოს, თავის დროზე ასეთ ხალხს მეჩაიე დეპუტატებს ვეძახდი, რაკი ჩაი აღარ გვაქვს, ახალგაზრდებისთვის ვიტყვი, რომ ეს არის ერთჯერადი გამოყენების ხაზი. არის ბიძინა? არის კობახიძე, არ იქნება ბიძინა და არ იქნება კობახიძე“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"