რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან" - კვირის პალიტრა

რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

ცნო­ბი­ლი გახ­და, თუ რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და ჯიმ ქე­რიმ წყალ­ტუ­ბოს ფო­ტოს NFT-ში. რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი წერს, მის შე­სა­ძე­ნად ჰო­ლი­ვუ­დის ვა­რას­კვლავ­მა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა - 20.0Ξ (ეთე­რი­უ­მი) გა­და­ი­ხა­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 დო­ლა­რია.

60 წლის მსა­ხი­ობ­მა ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თვი­თონ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ ეს მისი პირ­ვე­ლი NFT შე­ნა­ძე­ნია.

ნა­მუ­შე­ვარს სა­ხე­ლად "ერ­თგუ­ლე­ბა" ჰქვია და რა­ი­ან კუპ­მან­სი­სა და ელის უექ­სე­ლის სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია. რო­გორც ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ სურ­დათ მი­ტო­ვე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა შე­ნო­ბე­ბის­თვის "ციფ­რუ­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ე­ბე­რათ". თა­ვად ჯიმ ქე­რიმ ასე და­ა­ხა­სი­ა­თა შე­ნა­ძე­ნი: "ავ­ტო­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს ბუ­ნე­ბის დახ­ვე­წი­ლი და ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბა."

კუპ­მან­სი წყალ­ტუ­ბოს რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია, იკ­ვლევ­და ნან­გრე­ვებს და ფო­ტო­ებს უღებ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებს. ელის უექ­სელ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ი­სას, სტრუქ­ტუ­რი­სა და გა­ნა­თე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, უნი­კა­ლუ­რი კად­რი შექ­მნა და ცა­რი­ელ სივ­რცე­ებს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა.

კა­ნა­დელ-ჰო­ლან­დი­ე­ლი არ­ტის­ტი, კუპ­მან­სი "ნიუ იორკ პოსტს" ესა­უბ­რა და თქვა, რომ როცა გა­ი­გო, თუ ვინ შე­ი­ძი­ნა მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და:

"თა­ვად ჯიმ ქერი ძა­ლი­ან კარ­გი მხატ­ვა­რი, ილუსტრა­ტო­რი და ზო­გა­დად, არ­ტის­ტია. განაგრძეთ კითხვა