"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს - კვირის პალიტრა

"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს

აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და. გა­მოს­ვლის დროს რიჟ­ვა­ძე და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რიჟ­ვა­ძემ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელს, დე­პუ­ტატ ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ონს სხდო­მა­ზე ასე მი­მარ­თა:

"ვინ რო­გორ იცხოვ­რა, გაჩ­ვე­ნებთ მე თქვენ… თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ გაქვთ, მა­ინც ზი­ხართ აქ და მი­ღი­მით ყვე­ლის ვა­ჭა­რი­ვით,“ - თქვა რიჟ­ვა­ძემ. მის სი­ტყვებს გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი“ ცი­ტი­რებს."ზედ­მე­ტო­ბა­ში ნუ გა­დაგ­დის, გე­უბ­ნე­ბი,“ - უპა­სუ­ხა რიჟ­ვა­ძეს ბაგ­რა­ტი­ონ­მა და ფეხ­ზე წა­მოდ­გა.

"და­ჯე­ქი, ელ­გუ­ჯა, არა­ვინ შე­გე­ხე­ბა, არა­ვინ გე­მუქ­რე­ბა,“ - უთხრა რიჟ­ვა­ძემ ბაგ­რა­ტი­ონს.

დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ან­თა­ძემ კი რიჟ­ვა­ძეს უზ­რდე­ლი უწო­და.“ სირ­ცხვი­ლია, რომ აჭა­რა თქვენს ხელ­შია, თქვენ ხართ უზ­რდე­ლი და უსინ­დი­სო“, - თქვა ან­თა­ძემ.

"წე­ღან რო­გორც მი­თხა­რით, რეს­ტორ­ნებ­ში და­დი­ო­დაო, აბა გა­მახ­სე­ნეთ, თქვე ჭო­რი­კე­ნო. ჭო­რიკ­ნე­ბი ხართ თქვენ, ვე­რა­ვის ვერ გა­და­უ­ღუ­ნავთ, და­ვაი, და­ახ­ვი­ეთ“, - ასე მი­მარ­თა რიჟ­ვა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს.

მი­მარ­თვის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს "ბა­თუ­მე­ლე­ბი" აქ­ვეყ­ნებს.