ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს?

8 ივ­ნისს, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რეს ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ორი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. "თავს დაგ­ვესხნენ ფი­ზი­კუ­რა­დაც, იყო ხე­ლის კვრაც, გი­ნე­ბაც, მოგ­ვდევ­დნენ, მე და დათო ბერ­ძე­ნიშ­ვილს. ახლა პატ­რულ­მა და­ა­კა­ვა. მთა­ვა­რი ფრა­ზა იყო "აქ მარ­ტო ვერ გა­ივ­ლით დაც­ვის გა­რე­შე, ისეთ დღე­ში ჩა­გა­ყე­ნებთ. ვი­ღაც ორი ადა­მი­ა­ნი იყო, ქაშ­ვეთ­თან იდ­გნენ,“- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ. მან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. დე­პუ­ტა­ტის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ. "ყვი­როდ­ნენ, - მე­ფე­ზე რო­გორ ლა­პა­რა­კობ­თო”, - იხ­სე­ნებს ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

სა­მარ­თლად­მა­ცა­ვე­ბამ და­ა­კა­ვეს ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე და ვე­ფხია ღვა­ლა­ძე, ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­უსფლეს, ხო­მა­სუ­რი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა.

ვინ არის ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე?

ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ში ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა ლე­ვან აკი­ნის ცნო­ბი­ლი ფილ­მის "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" ჩვე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და: "ეს ფილ­მი თუ გა­ვი­და, მე ცო­ცხა­ლი სახ­ლში არ წა­ვალ…“ ხოლო, რო­დე­საც უთხრეს, რომ ფილ­მი უკვე გა­დი­ო­და, მისი ნათ­ქვა­მი ფრა­ზა: „გა­დი­სო კინო, გა­დი­სო“, - ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს.

"მარ­ტო ვცხოვ­რობ, ცოლ-შვი­ლი არა­სო­დეს მყო­ლია. მინ­დო­და, მღვდე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი პრობ­ლე­მის გამო, თვა­ლი რომ დავ­კარ­გე, ვე­ღარ შევ­ძე­ლი, არ გა­მო­ვი­და”, - აცხა­დებ­და ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მან თვა­ლი 2009 წლის 6 მა­ისს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს და­კარ­გა. (წყარო)