პესკოვის განცხადებით, დასავლური სანქციები უნდა მოიხსნას, რათა რუსული მარცვლეული საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდოს - კვირის პალიტრა

პესკოვის განცხადებით, დასავლური სანქციები უნდა მოიხსნას, რათა რუსული მარცვლეული საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდოს

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს "პროდუქტიული და კარგად მომზადებული". ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია ცნობილია. ნებისმიერი უმაღლესი დონის შეხვედრა უნდა იყოს პროდუქტიული და კარგად მომზადებული", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, კრემლი მიმდინარე სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ დასავლური სანქციები უნდა მოიხსნას იმისათვის, რომ რუსული მარცვლეული საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდოს. პესკოვის თქმით, სანქციების მოხსნის შესახებ "არსებითი დისკუსიები" არ მიმდინარეობდა.

IPN