უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად დ პოლონეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო - კვირის პალიტრა

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად დ პოლონეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ამ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანჯეი დუდა ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრს ანტონიო კოსტას, რის შემდეგაც გაემგზავრება იტალიაში და ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელა შეხვდება.

ბოლოს კი დუდა ბუქარესტს ეწვევა და სამიტს დაესწრება.

"ინტერპრესნიუსი"