საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.

როგორც საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „განმარტების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება“.

"სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.