"სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ - რუსებმა საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყეს" - ლუგანსკის გუბერნატორი - კვირის პალიტრა

"სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ - რუსებმა საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყეს" - ლუგანსკის გუბერნატორი

ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ამჟამად რუსები აკონტროლებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

”რუსები ანადგურებენ ყველაფერს. ისინი ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით ცეცხლს უხსნიან საცხოვრებელ შენობებს,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ძალებმა ქალაქის ნახევარზე კონტროლი მოიპოვეს, მაგრამ როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის უპირატესობა დაინახეს, „დაიწყეს ქალაქის მიწასთან გასწორება საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით“.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის გამო, უკრაინულ ძალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში დროებითი, ტაქტიკური უკან დახევისა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, უკან დახევის მიუხედავად, უკრაინამ შეინარჩუნა კონტროლი სერვეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაზე, ქალაქის გარეუბანში მდებარე საკვანძო ზონაზე.

IPN