უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იუწყება.

“მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას თავდაცვის ოკუპირებულ ხაზებზე. მტერი ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებიდან გაძევებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ - უკან იხევს, ტოვებს დაღუპულებს, დაჭრილებს და დაზიანებულ აღჭურვილობას,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 30 რუსი ოკუპანტი, ორი ჯავშანტექნიკა და ოთხი მანქანა გაანადგურეს. ასევე, ხერსონის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში განადგურდა საველე საბრძოლო მასალის სამი საცავი.

„სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მინიმუმ 10 ერთეული გაანადგურეს.

IPN