"გვავიწყდება, რომ ამას ჩვენი გადარჩენა შეუძლია" - რამდენად არის "ტიკ-ტოკერობა" შემოსავლის წყარო? - კვირის პალიტრა

"გვავიწყდება, რომ ამას ჩვენი გადარჩენა შეუძლია" - რამდენად არის "ტიკ-ტოკერობა" შემოსავლის წყარო?

იმის გარკვევას, თუ რამდენად არის "ტიკ-ტოკის" ბლოგერობა შემოსავლის წყარო, გიორგი ერქვანიძესთან, იგივე „ძიძაგიორგუნასთან“ შევეცადეთ. გიორგი, რომელიც სოცქსელში პოზიტივითა და მხიარულებით გამოირჩევა, ცოტა არ იყოს, მორცხვი აღმოჩნდა. სტუდენტია, წარმოშობით იმერეთიდან. დღეს უკვე მის ვიდეოებს 35 000 ადამიანი ელოდება. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მას არ ჰყავს ე.წ. ჰეითერები და მის ვიდეოებს უარყოფითი კომენტარები თითქმის არ აქვს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ვიდეოების გადაღება დეიდაჩემმა დაიწყო, სულ ტელეფონით დამდევდა და შემდეგ ახლობლების წრეში აგზავნიდა. ისე ატვირთა "ტიკ-ტოკზე" პირველი ვიდეო, მე არც ვიცოდი ამის შესახებ... დადგმული არაფერია, მართლა ძალიან მხიარული და კონტაქტური ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და პოზიტივის გაცემა..."

"რა მომიტანა ბლოგერობამ? - ხალხის სიყვარული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემს ვიდეოებს თითქმის არ აქვს ცუდი კომენტარები. რა თქმა უნდა, ერთი-ორი ყოფილა უარყოფითიც, მაგრამ არ ვუპასუხეთ - ჩვენ არ ვართ კონფლიქტური ადამიანები...

ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ათი წელია, მისი დამსახურებით გამიცნეს და შემიყვარეს ადამიანებმა. ის პატარა გოგონა კი ჩემი დეიდაშვილია..."

"ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ბავშვი უყურებდეს ჩვენს ვიდეოებს. ამიტომ ცენზურა აუცილებლად უნდა დავიცვათ. თუმცაღა ბრალი მხოლოდ ბლოგერებს არ უნდა ედებოდეთ ამაში, მშობელმაც უნდა აკონტროლოს შვილი. ეს პლატფორმა ბავშვებისთვის ხომ არ არის? ბლოგერებს ჩვენი მორალური ვალდებულებები გვაქვს, თუმცა ამას ვინ რამდენად ითვალისწინებს, ეს სხვა საკითხია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე