"არის, აღსრულდა მიზნები...ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება" - რას წერს შალვა ნათელაშვილი - კვირის პალიტრა

"არის, აღსრულდა მიზნები...ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება" - რას წერს შალვა ნათელაშვილი

"არის აღსრულდა მიზნები!!!! რისთვისაც ლეიბორისტები ათი წელია ვიბრძოდით. ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება.საქართველო თვისუფლდება.გილოცავთ ყველას!!!" - წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც, ასევე, შევიდა ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.