"ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება... არ უვლიდა. ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა" - რა ჩვენება მისცა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე დაიკითხა. ზურაბ ბერიძესა და ანასტასია შატალოვას საერთო შვილი ჰყავთ. როგორც ბერიძემ განმარტა, შატალოვასთან კონფლიქტი სწორედ საერთო შვილთან დაკავშირებით ჰქონდა.
ყოფილი ვიცე-მერის თქმით, ის შატალოვას სთხოვდა შვილი მისთვის მიეცა, ვინაიდან ბერიძის თქმით, ის შვილს "კვირებით არ ნახულობდა და შესაბამისად არ უვლიდა".
ბერიძის თქმით, ანასტასია შატალოვას მკველობის შესახებ მეორე დღეს, მაშინ შეიტყო, როცა მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები მივიდნენ.
როგორც ყოფილი ვიცე-მერი აცხადებს, ახლა შვილი მასთანაა და სასამართლოში დავაც მხარის გარდაცვალების გამო შეწყვეტილია.
"ჩვენ გვყავდა საერთო შვილი, ანასტასია შატალოვა 2019 წლის დასაწყისში გავიცანი და შეგვეძინა შვილი, ამ ხნის განმავლობაში გვქონდა იშვიათი ურთიერთობა, ისეთი არა, როგორც ცოლ-ქმარს, ან მეგობარ გოგოს, ყურადღებას ვაქცევდი ორსულობის პერიოდში, უზრუნველვყოფდი საცხოვრისით და ყველა საჭირო ნივთით.
ერთად ვიცხოვრეთ 2021 წლის აპრილის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, 3 თვე, მანამდე ბავშვის სანახავად მივდიოდი. ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგაც, გარკვეული პერიოდი, ბათუმში ცხოვრობდა, ბინა მე დავუქირავე.
ჩვენ ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება, ბავშვის გაჩენის შემდეგ ანასტასია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ბავშვს ჰყავდა ძიძები. აღმოვაჩინე, რომ ბავშვს არ უვლიდა, ამ მომენტში ამაზე საუბარი არაკორექტულია, ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა და მასთან ხშირი კომუნიკაცია ექნებოდა და არასდროს დაკარგავდა ბავშვზე უფლებას, შეუზღუდავი უფლება ექნებოდა. რაღაც მომენტში მთანხმდებოდა, მერე უარს ამბობდა, შესაძლოა, ვიღაც ადამიანები ზემოქმედებდნენ მასზე.
ანასტასია რას საქმიანობდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არაკორექტულია ვთქვა, ის ოფიციალურად დასაქმებული არ იყო. კვირები ისე გადიოდა, ბავშვს არ ნახულობდა. სიკვდილამდე ვეხმარებოდი, მე მის ანგარიშზე ვრიცხავდი თანხას. გვარი თავიდანვე არ მიმიცია, დნმ ექსპერტიზა ლევან სამხარულის ექსპერტიზის ბიუროში ჩავატარე და მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი იყო, გვარი მივეცი.
ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, როგორც გითხარით, დედობის უფლების შეზღუდვაზე მოთხოვნა არ ყოფილა. გააგრძელეთ კითხვა