"ჩვენ წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა" - რას წერს თეა წულუკიანზე ნინო ქათამაძე, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, უკრაინაში ჩავიდა - კვირის პალიტრა

"ჩვენ წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა" - რას წერს თეა წულუკიანზე ნინო ქათამაძე, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, უკრაინაში ჩავიდა

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ნინო ქა­თა­მა­ძე გერ­მა­ნი­ი­დან კი­ევ­ში ჩაფ­რინ­დნენ. მათ თან სოფო ჭყო­ნია ახ­ლავთ, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბის დღი­დან უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს და დიდ დროს ატა­რებს პო­ლო­ნე­თი-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე ლტოლ­ვი­ლე­ბის და­სახ­ვედ­რად მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

ნინო ქა­თა­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ლვო­ვი-კი­ე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლით მგზავ­რო­ბი­სას ქარ­თვე­ლებს სი­ურპრი­ზი დახ­ვდათ. "ბედ­ნი­ე­რი მი­ვე­სალ­მო“, - ასე წე­რია ლურჯ ბა­რა­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც კუ­პე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მომ­ღე­რა­ლი აქვე წერს, რომ მგზავ­რო­ბი­სას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი შეხ­ვდათ, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სებს არც კი მი­ე­სალ­მა...

ნინო ქა­თა­მა­ძე:

"ასე­თი სი­უპ­რი­ზი დაგ­ვახ­ვედ­რეს მა­ტა­რე­ბელ­ში. უკ­რა­ი­ნა ომ­შია და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს, რად­გან არც ომის დროს ავი­წყდე­ბათ გა­მო­ხა­ტონ სიყ­ვა­რუ­ლი.

ეს იმის ფონ­ზე, რო­დე­საც დი­ლით თვითმფრი­ნავ­ში მი­უნ­ხე­ნამ­დე ტრან­ზი­ტუ­ლი მგზავ­რო­ბი­სას, ჩვენს წინ იჯდა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და არც კი მოგ­ვე­სალ­მა… ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს..."

nino-1654776003.jpg