უკრაინული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ კიდევ 58 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს - კვირის პალიტრა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ კიდევ 58 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ კიდევ 58 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„აზოვტალის“ კიდევ 58 დამცველის ცხედრები კიევში გადაასვენეს. მათგან 4 შესაძლოა, „აზოვის“ პოლკში მსახურობდა. იდენტიფიკაციის პროცესში „აზოვის“ პოლკის მფარველობის სამსახური ჩაერთვება“, - აცხადებენ პოლკის პრესსამსახურში.

მედიის ცნობით, დამცველების დაკრძალვა „აზოვსტალის“ დაღუპული გმირების მემორიალთან იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, მდინარე დნეპრის ბორცვებზე უნდა განთავსდეს.