"ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შედეგი გვქონდეს ნული" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შედეგი გვქონდეს ნული"

"ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამ რეზოლუციის მერე, რომ გამოვიდა და თქვა, მთელი ევროპა, თურმე სიბნელეში ცხოვრობს, მათ არაფერი იციან, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ღალატის პარტიაა.

უგულავას შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს შედეგი არ ჰქონოდა.

"როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, ევროპარლამენტში ერთი ადამიანი წამლად არ შეიძლება ყოფილიყო, ვინც მათ პოზიციას გააჟღერებდა მაინც, თუ არ დაიცავდა?! რატომ ვუწოდებ მე მოღალატეების და ღალატის პარტიას "ქართულ ოცნებას?“, ახლა დაგვემუქრნენ, რომ 24 ივნისის მერე, ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთო. ამით საერთოდ საკონტროლო გასროლას განახორციელებენ საკუთარ შუბლში, მაგრამ ეს მათი პრობლემაა უკვე. ყოველი სიტყვით, რომელსაც "ქართული ოცნება“ იტყვის, ყოველი მოქმედებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას დაიმძიმებენ. "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამ რეზოლუციის მერე რომ გამოვიდა და თქვა, რომ მთელი ევროპა, თურმე სიბნელეში ცხოვრობს, მათ არაფერი იციან. თურმე მარტო კობახიძე და ივანიშვილია მართალი. ეს ხომ შიზოფრენიაა?! ეს არის სახიფათო ავადმყოფობა და საგანგაშოა, რომ ეს ადამიანები მართავენ ქვეყანას. "ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შედეგი გვქონდეს ნული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

პოლიტიკოსის თქმითვე, იმ შემთხვევაში თუკი, საქართველო ევროკავშირისგან უარყოფით პასუხს მიიღებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამას ქვეყანაში მოჰყვება საპროტესტო აქცია.

"ეშინიათ მათ ლეგიტიმური, საზოგადოებრივი პროტესტის. დიახ, პროტესტი აუცილებლად იქნება! კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ლეგიტიმური პროტესტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიულ გზაგასაყარზე არ აღმოვჩნდეთ ფარდის იმ მხარეს, საიდანაც შეიძლება მერე დიდი ხანი ვეღარ გამოვიდეთ“, - აღნიშნა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"