"დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო და..." - რას წერს ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედა? - კვირის პალიტრა

"დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო და..." - რას წერს ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედა?

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ რთუ­ლია, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც დედა, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, და­თიმ უკვე გა­ი­გო, რომ ფეხ­ზე ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ეს ამ­ბა­ვი "ვაჟ­კა­ცუ­რად მი­ი­ღო".

"დი­ლამ­შვი­დო­ბის, და­თი­კომ რომ ფე­ხის ამ­ბა­ვი გა­ი­გო ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რად მი­ი­ღო. პირ­ვე­ლი რაც იკი­თხა იყო “ჩემ­მა ძმებ­მა თუ იცი­ა­ნო”. თით­ქოს დი­დად არ გა­მო­ხა­ტავ­და ემო­ცი­ებს და მი­ხა­რო­და რა მშვი­დად მი­ი­ღოთ­ქო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა რომ ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან გან­ცდებ­შია და დეპ­რე­სია დაგ­ვე­წყო, სულ დაღ­ლი­ლია და ეძი­ნე­ბა.

გული მტკი­ვაო, ამ­ბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხა­სი­ა­თო­დაა. ძა­ლი­ან ოფ­ლი­ა­ნობს და სა­ტუ­რა­ცი­ას ვე­ღარ ვი­ჭერთ ჟანგბა­დის ნიღ­ბის გა­რე­შე.თა­ვი­დან ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ან კო­ვი­დი გვე­გო­ნა, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხეს. მჯე­რა ამა­საც მალე გა­და­ვა­გო­რებთ" - წერს ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

დათი ქოქ­რაშ­ვილს ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 მარტს, დი­ლით და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 5 ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

და­თის და­სახ­მა­რებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხონ და­თის დე­დის ან­გა­რიშ­ზე. და­თის კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

მიმ­ღე­ბი: ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი, დედა

TBC ბან­კის ან­გა­რი­ში: #GE05TB7962745064300024

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­ში: #GE90BG0000000101545483

წყარო