"პოლიციის მიერ პირი იდენტიფიცირებულია" - რას ამბობს შსს კადრებზე, სადაც მამაკაცი რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის - კვირის პალიტრა

"პოლიციის მიერ პირი იდენტიფიცირებულია" - რას ამბობს შსს კადრებზე, სადაც მამაკაცი რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კა და აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ღე­ბულ­მა ვი­დე­ო­კად­რებ­მა. კერ­ძოდ, კად­რებ­ში ჩანს, რომ რეს­ტო­რან "მა­რან­ში" ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ის­ვრის.

"ჩვენს შვი­ლებს გა­უ­მარ­ჯოს" - ამ­ბობს სრო­ლის წინ მა­მა­კა­ცი.

პო­ლი­ცი­ის მიერ მისი ვი­ნა­ო­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია. რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა.

"პო­ლი­ცი­ის მიერ პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა" - ამ­ბო­ბენ უწყე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი: