"უნდა შევთავაზოთ საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"უნდა შევთავაზოთ საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

"უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩვენ არამ­ხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­ში შე­ვალთ, არა­მედ, უნდა შევ­ძლოთ დღეს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა. რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის გაყ­ვა­ნას­თან ერ­თად, ცხინ­ვა­ლის სა­კი­თხი თა­ვი­სით მოგ­ვარ­დე­ბა - ვინც წა­სას­ვლე­ლია, წავა და ვინც დარ­ჩე­ბა, იმათ­თან გა­სა­ყო­ფი ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს.

უფრო რთუ­ლა­დაა სი­ტუ­ა­ცია აფხა­ზეთ­თან. იქ ბევ­რად მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ვიდ­რე სა­მა­ჩაბ­ლო­ში და გა­უ­ცხო­ე­ბის ხა­რის­ხიც უფრო მა­ღა­ლია.ჩვენ, ჩემი აზ­რით, მათ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ ქარ­თველ­თა და აფხაზ­თა სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრით ქუ­თა­ის­ში.

ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში იარ­სე­ბებს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე ავ­ტო­მა­ტუ­რად იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ იქ­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე. ამით მო­ვუხ­სნით აფხა­ზებს ასი­მი­ლა­ცი­ის შიშს. ორი­ვე - ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენე­ბი.

ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა ორ­პა­ლა­ტი­ა­ნი და ზედა პა­ლა­ტა­ში ფე­დე­რა­ცი­ის ორი­ვე სუ­ბი­ექტს ექ­ნე­ბა თა­ნა­ბა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.უნდა მოხ­დეს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის აღე­ბა (ვთქვათ, 3-5 წელი), რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მოხ­დე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. რა თქმა უნდა, ფე­დე­რა­ცი­ის შიგ­ნით უნდა იყოს სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა და სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟი­მი.წა­მოვ­ლენ თუ არა ამა­ზე აფხა­ზე­ბი? - ბოლო ათწლე­უ­ლებ­მა კარ­გად აჩ­ვე­ნა, რომ აფხა­ზეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის შან­სი არ აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად კი ჩვე­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლით მას შე­უძ­ლია გახ­დეს ფე­დე­რა­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სუ­ბი­ექ­ტი და ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და იდენ­ტო­ბის დაც­ვის სრუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბით.ჩვენ უკვე უნდა გან­ვი­ხი­ლავ­დეთ და ვკა­მა­თობ­დეთ ასეთ თე­მებ­ზე, რათა მზად ვი­ყოთ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის და ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ უნდა გა­ვუშ­ვათ.ჩემი გათ­ვლე­ბით, აფხა­ზეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში 3-4 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი 2-3-ჯერ გა­იზ­რდე­ბა, რაც და­ე­ტყო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბას. აფხა­ზეთ­თან ერ­თად მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ფე­დე­რა­ცი­ას შე­ეძ­ლე­ბა 6-7 წე­ლი­წად­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 20 მი­ლი­ო­ნამ­დე გაზ­რდა. და­ი­წყე­ბა სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ბუმი, იქ­ნე­ბა ბევ­რი სხვა სარ­გე­ბე­ლიც", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.