სტუდენტების ძალადობრივი პროტესტი - მძიმე კადრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - კვირის პალიტრა

სტუდენტების ძალადობრივი პროტესტი - მძიმე კადრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

დღეს ხმა­უ­რი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­უ­წო­და რო­გორც თსუ-სა და ასე­ვე სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს, გა­რე­შე პი­რებს, რომ­ლე­ბიც თსუ-ში გა­მოც­დე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით ჩა­ბა­რე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ას ატა­რე­ბენ, პრო­ტეს­ტის კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მებს მი­მარ­თონ.

სა­კა­მოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია ის ვი­დე­ო­ე­ბი, რაც ვრცელ­დე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას.