"ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან!" - ღარიბაშვილი ჟურნალისტს - კვირის პალიტრა

"ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან!" - ღარიბაშვილი ჟურნალისტს

ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან. დამამთავრებინეთ, მე ველაპარეკები ხალხს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს როდესაც მას რეპორტიორმა განმეორებით კითხვა დაუსვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე.

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრობდა ევროკავშირის წევრობისთვის სტატუსი მიღებასთან დაკავშირებით, რა დროსაც არაერთხელ აღნიშნა, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. სწორედ ამ დროს ჰკითხა პრემიერს ჟურნალისტმა, რომ ამგვარი ქმედითი ნაბიჯების ფონზე, როგორ მიიღეს ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ „ასეთი მწვავე რეზოლუცია?“ პრემიერის პასუხი სწორედ ამ შეკითხვამ გამოიწვია.

თავის მხრივ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინარჩუნებს ოპტიმიზმს იმ მხრივ,რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის ინტერესებში“.