"უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი?" - კვირის პალიტრა

"უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი?"

უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს კითხვაზე დადებითი პასუხი - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მყოფ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე არის სრულიად ევროპა, სადაც "უკრაინა მხოლოდ პირველი ეტაპია".

“ეს ნამდვილად გადამწყვეტი დროა. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ახლა დგინდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და ზოგადად, იქნება თუ არა ეს მომავალი. რუსეთს სურს, რომ ევროპული ერთიანობა გაანადგუროს, მას სურს, რომ ევროპა დაყოფილი და სუსტი დატოვოს. მთელი ევროპა რუსეთის სამიზნეა, ამ აგრესიაში კი - უკრაინა მხოლოდ პირველი ეტაპია. სწორედ ამიტომ, უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი?" - განაცხადა ზელენსკიმ.