"ბავშვს ხელი მოვკიდე და აბაზანაში დავმალე, თან პასპორტები ავიღე..." - ოლგა ბაბლუანი შვილებზე და წლების წინანდელ ისტორიაზე - კვირის პალიტრა

"ბავშვს ხელი მოვკიდე და აბაზანაში დავმალე, თან პასპორტები ავიღე..." - ოლგა ბაბლუანი შვილებზე და წლების წინანდელ ისტორიაზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის შვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ოლგა მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია. მსა­ხი­ო­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტი დიდ დროს ატა­რებს თბი­ლის­ში, ამ­ბობს, რომ მის­თვის თბი­ლი­სი სახ­ლია. ოლგა პირ­ვე­ლად 17 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­და და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 27 წლის ლი­კუ­ნა ბაბ­ლუ­ა­ნი ჰყავს.

შემ­დეგ იყო კი­დევ ერთი ქორ­წი­ნე­ბა, თუმ­ცა ოლგა პი­რად­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან 17 წლის ნას­ტა­სია ლეგ­რანს ზრდის.

თა­თია შა­რან­გი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი“ ოლ­გამ შვი­ლებ­ზე ისა­უბ­რა. გა­იხ­სე­ნა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც წლე­ბის შემ­დეგ საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ფე­ი­ერ­ვერ­კის ხმა­ზე შვი­ლი აბა­ზა­ნა­ში გა­და­მა­ლა, რად­გან ომის­გან მი­ღე­ბუ­ლი ტრამ­ვე­ბი ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და მო­შუ­შე­ბუ­ლი...

ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნი:

- 17 და 27 წლის გო­გო­ნე­ბი მყავს, ლი­კუ­ნა და ნას­ტა­სია. დე­და­ჩე­მი ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ყვე­ლას დედა იყო. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლია, ლი­კუ­ნას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი მის გაზდ­რა­ში. ეს არის უდი­დე­სი სიმ­დიდ­რე. მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი ბე­ბია და ბა­ბუა უნდა იყოს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, იშ­ვი­ა­თია მსოფ­ლი­ო­ში.

ოლგა და ლი­კუ­ნა ბაბ­ლუ­ა­ნე­ბი

oll-1654964491.jpg

ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

შვი­ლებ­თან ურ­თერ­თო­ბა­ში მინ­და ლი­მი­ტი და­ვიც­ვა, არა­ფე­რი გა­მო­მე­პა­როს, თან მინ­და ვმე­გობ­რობ­დე. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის გო­გო­ნე­ბი არი­ან. ორი­ვე მგავს, პა­ტა­რა უფრო უკონ­ტრო­ლოა, მაგ­რამ იმას ასა­კიც აქვს ისე­თი. პა­ტა­რა იმ­დე­ნად მგავს, ვფიქ­რობ ხოლ­მე, ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს რო­გორ და­ვე­ლა­პა­რა­კო. ლი­კუ­ნა უფრო ღრმაა... მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას გა­ა­კე­თე­ბენ, მთა­ვა­რია, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი.

ნას­ტა­სია ლეგ­რა­ნი

babluani2-1654964491.jpg

ბე­ბია ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, მამა არ შე­არ­ცხვი­ნო­თო. მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი რას გუ­ლის­ხმობ­და და ახლა წლე­ბი რომ გა­ვი­და, ვხვდე­ბი რომ მა­შინ ეს დიდი კომ­ფორ­ტი და თავ­დაც­ვა იყო. მამა კლდე­სა­ვით გვედ­გა 90-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამა­ყი ვი­ყა­ვი.

ომის შემ­დეგ დავ­ტო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო, 1995 წელს. 2006-2007 წლებ­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით და მე­გო­ბარს ვე­ლო­დე­ბო­დი, უცებ ფე­ი­ერ­ვერ­კის ხმა გა­ვი­გე, ვერც მივ­ხვდი რა იყო, ფე­ი­ერ­ვერ­კი აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მე­ნა­ხა. ბავ­შვს ხელი მოვ­კი­დე და აბა­ზა­ნა­ში დავ­მა­ლე, თან პას­პორ­ტე­ბი ავი­ღე. დღემ­დე ამ ხმას რომ ვი­გებ, მა­ქა­ნა­ვებს, ეს არა­სო­დეს გავა, ამას მკურ­ნა­ლო­ბაც არ უშ­ვე­ლის. (წყარო)