"ვგმობთ პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თსუ-ში" - რა განცხადებას ავრცელებს განათლების სამინისტრო - კვირის პალიტრა

"ვგმობთ პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თსუ-ში" - რა განცხადებას ავრცელებს განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.

„სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.