"ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში ავარიით გარდაცვლილ მამაკაცზე? - კვირის პალიტრა

"ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში ავარიით გარდაცვლილ მამაკაცზე?

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ტან­თან გვი­ან ღა­მით მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყოფ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლი­ლი 50 წლამ­დე გე­ბიშ ხან­გოშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც პან­კი­სის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის ხასო ხან­გოშ­ვი­ლის შვი­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მუ­შა­ობ­და.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია:

"ამი­ე­რი­დან შვილმკვდა­რი მამა იქ­ნე­ბი ჩემო ძვირ­ფა­სო ხასო ბი­ძია, ძა­ლი­ან მი­ჭირს და ვწუხ­ვარ, რომ ვაქ­ვეყ­ნებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ბი­შა ხან­გოშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვი­ზი­ა­რებ, ჩვენ ერ­თად ძმა დავ­კარ­გეთ" - წერს კუბ­ლაშ­ვი­ლი.