"მოგიწოდებთ, ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ" - მეუფე ნიკოლოზი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე - კვირის პალიტრა

"მოგიწოდებთ, ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ" - მეუფე ნიკოლოზი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე

ყველას მოგიწოდებთ, რომ ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციები პროგნოზების გასაკეთებლად საკმარისი არ არის.

"ყველას მოგიწოდებთ, რომ ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ. სულ ცოტა დარჩა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. გავიგებთ რა და როგორ არის. მე არ მაქვს თქვენგან განსხვავებული არანაირი დამატებითი ინფორმაცია, ამიტომ ვთვლი, რომ ეს პროგნოზების გასაკეთებლად საკმარისი ინფორმაცია არ არის. არავინ არ ვიცით რა მოხდება, ცოტა ხანი მოვითმინოთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ცხადი გახდება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

"ინტერპრესნიუსი"