"უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა" - კვირის პალიტრა

"უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა"

ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე იმყოფება 23-24 ივნისის სამიტის წინ, რომელზეც განიხილავენ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვეძლება თქმა, რომ სწორად მოვიქეცით“, - განაცხადა ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ.

მისი თქმით, გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტიდან გამოსვლა ერთიანი პოზიციით, რომელიც ასახავს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელი აქვს.

"ჩვენ რეკომენდაციაში ეს ყურადღებით იქნება ასახული“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"