ბათუმში მშენებარე შენობიდან ნივთი გადმოვარდა და 20 წლის ბიჭს დაეცა - კვირის პალიტრა

ბათუმში მშენებარე შენობიდან ნივთი გადმოვარდა და 20 წლის ბიჭს დაეცა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად 20 წლის ბიჭი დაშავდა.

მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 20 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე მოხდა, 20 წლის ბიჭი ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მშენებარე კორპუსიდან ნივთი ჩამოვარდა და თავში დაეცა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"