"ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა - სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ყოველ მეტრზე" - კვირის პალიტრა

"ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა - სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ყოველ მეტრზე"

ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები უტევენ სევეროდონეცკში, სადაც ძალიან სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს - ფაქტობრივად, ყოველ მეტრზე. ასევე, ლისიჩანსკის, ბახმუტის, სლოვიანსკის მიმართულებით და ა.შ.

"რუსული არმია დონბასში სარეზერვო ძალების განთავსებას ცდილობს, მაგრამ რა რეზერვები შეიძლება ჰქონდეთ ახლა? როგორც ჩანს, ისინი შეეცდებიან ბრძოლაში ჩართონ ცუდად გაწვრთნილი წვევამდელები და ფარული მობილიზებით შეკრებილები. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსეთს უკვე ივნისში შეუძლია გადალახოს დაკარგული ჯარისკაცების 40 000-იანი ხაზი. მრავალი ათწლეულის მანძილზე არცერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

IPN